ჩვენ ვქმნით მოგონებებს

ვინ ვართ ჩვენ

DNT Group გახლავთ პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური წევრებით დაკომპლექტებული სასტუმროების მმართველობითი კომპანია, რომლის მიმართულებაა როგორც მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების, ასევე მასშტაბური პროექტების ხელმძღვანელობა.

ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც გაგიწევთ მენეჯერულ მხარდაჭერას, სასტუმროების მფლობელებსა და ინვესტორებს, გააჩნიათ ამ სექტორის სრულყოფილი ცოდნა.

 ჩვენთან თანამშრომლობით, გარანტირებულია სასტუმროს რესურსების სწორად გამოყენება და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა.

ხოლო თუ თქვენი პროექტი ჯერ საწყის სტადიაზეა და მოითხოვს განსაკუთრებულ შთაგონებას, მიმართულების მიცემას, სწორ დაგეგმარებას და განვითარებას, სრულყოფილების მისაღწევად ჩვენთან თანამშრომლობით, საუკეთესო შედეგს მივიღებთ.
ჩვენ გთავაზობთ, მომსახურების მაღალ ხარისხს, ადგილობრივი  სასტუმროების  სწორ  პოზიციონირებას ტურისტულ ბაზარზე და მათი  უპირატესობების  წარმოჩენას, რაც სასტუმროს ბიზნესისთვის პირდაპირ
აისახება რეიტინგზე, გაყიდვების რაოდენობაზე და ფინანსურ სარგებელზე.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი
ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი ცოდნა
მაქსიმალურ ფინანსურ შედეგზე ორიენტირებულობა
ბევრი წარმატებით განხორციელებული პროექტი
სწორად და საერთაშორისო სტანდარტებით მართული პროცესები
მოქნილი და ინდივიდუალური მიდგომა პროექტიდან გამომდინარე

ჩვენი ექსპერტები

"DNT ჯგუფი" შედგება მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან - უძრავი ქონების, სტუმართმასპინძლობის, დიზაინის და ტექნოლოგიების სამყაროდან.

დავით მესხი

დამოუკიდებელი სასტუმროების ქსელურად მართვის 6 წლიანი გამოცდილება

ნინო ლომიძე

დამოუკიდებელი სასტუმროების ქსელურად მართვის 9 წლიანი გამოცდილება

თათა ღოთვაძე

დამოუკიდებელი სასტუმროების ქსელურად მართვის 6 წლიანი გამოცდილება